Plan: Transitioning to Forward Deployed Engineer / AI Engineer
백엔드 엔지니어가 FDE·AI 엔지니어로 전환하기 위한 단계별 로드맵
아직 감지된 업데이트가 없습니다. GitHub 릴리스가 나오면 여기에 보입니다.
개인 계정의 공개 저장소 소유자는 GitHub로 로그인해 운영자를 확인하고 소개를 직접 관리할 수 있습니다. 관리자 승인은 필요하지 않습니다.
로그인한 뒤 확인 파일을 만들어 이 저장소의 기본 브랜치에 30분 안에 커밋해 주세요. 다른 브랜치나 포크의 파일은 인정하지 않습니다. 파일을 올린 뒤 아래에서 확인하면 관리자 승인 없이 관리할 수 있습니다. 자격을 유지하려면 파일을 남겨 두세요.
로그인이 필요하면 로그인 화면으로 이동합니다. 로그인 후 이곳으로 돌아와 원하는 확인 버튼을 다시 눌러 주세요.
프로젝트 폴더에서 /nomorevibe verify를 실행하면 소유권을 확인하고 소개를 직접 관리할 수 있습니다.
1분 만에 확인하기메이커가 쓴 소개는 위의 한 줄이 전부입니다. 더 자세한 내용은 저장소 README에서 읽을 수 있습니다. 저장소 README ↗
README 전체를 불러오는 중입니다.
README 전문 보기 ↗თსუ-ს კურსის „ბიოლოგიური ფსიქოლოგია“ შუალედური და ფინალური გამოცდების წინა წლების საკითხები, ინტერაქტიული ტესტის სახით. ძრავა აღებულია ეროვნული გამოცდების სავარჯიშო აპიდან (exam_project), მონაცემები და ნავიგაცია ახალია.
ონლაინ: https://guramzhgamadze.github.io/bio_psych_exam/ (GitHub Pages, main ბრენჩიდან; ყოველი push-ის შემდეგ ერთ-ორ წუთში განახლდება).
ლოკალურად სანახავად:
python -m http.server 8765 --directory .
სტატისტიკა და შეუსრულებელი გამოცდა ბრაუზერის localStorage-ში ინახება, საკუთარი გასაღებებით (biopsych_exam_stats_v1, biopsych_exam_progress_v1). ასე ის ეროვნული გამოცდების აპს არ ერევა, რომელიც იმავე guramzhgamadze.github.io-ზეა.
| ფაილი | რა არის |
|---|---|
index.html, css/styles.css | გვერდი და სტილი |
js/app.js | ტესტის ძრავა; გამოცდების ჯგუფები და ბუკლეტები EXAMS-იდან იგება |
js/analytics.js | სტატისტიკა, ისტორია, ღია პასუხების შეფასება |
js/data.js | დაგენერირებულია, ხელით არ შეცვალოთ |
tools/bank_mt1.txt, bank_mt2.txt, bank_final.txt | კითხვების ბანკი |
tools/papers.txt | რომელი კითხვა რომელ ბუკლეტშია და რა თანმიმდევრობით; სათაურის მე-8 ველი (არასავალდებულო) პარამეტრებია: ღია=2 (ღია კითხვის ქულა) და არქივი (ბუკლეტი მენიუში არ ჩანს, მაგრამ მასზე შენახული სესიების მიმოხილვა იხსნება) |
tools/pagemap.json | ორიგინალის გვერდი → აწყობილი გამოცემის გვერდები |
tools/build_data.py | ბანკიდან js/data.js-ს აწყობს |
შეცვალეთ tools/bank_*.txt:
@m04
Q: ტესტური კითხვის ტექსტი
- არასწორი ვარიანტი
* სწორი ვარიანტი
E: ახსნა, გვერდით {p:71-72}
N: გასაღების შესწორების შენიშვნა (არასავალდებულო)
@o01
O: ღია კითხვის ტექსტი
A: სამოდელო პასუხი {p:50}
რამდენიმე * ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანის არჩევა სწორად ჩაითვლება. **ტექსტი** (E:, N:, A:-ში) მუქად გამოჩნდება.
ახალი კითხვის id ჩაწერეთ tools/papers.txt-ში საჭირო ბუკლეტის ქვეშ.
ააწყვეთ:
python -I tools/build_data.py
სკრიპტი ჩერდება, თუ კითხვა არასწორადაა ჩაწერილი: არ აქვს სწორი ვარიანტი, ვარიანტი მეორდება, აკლია პასუხი ან id უცნობია. ბოლოს ბეჭდავს ბუკლეტების სიას და შესწორებებს.
ბრაუზერის ქეშისთვის index.html-ში data.js?v=N ნომერი გაზარდეთ.
წყარო იყო სტუდენტების ფაილები: ბუკლეტები მონიშნული პასუხებით, თემების ტექსტი, 2025–2026 წლის საკითხები. ყველა პასუხი იოსელიანის წიგნს შედარდა. სადაც წიგნი სხვას ამბობს ან ფაილები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, პასუხი წიგნის მიხედვით გასწორდა. ახსნაში ეს მონიშნულია: „⚠️ გასაღების შესწორება“.
| id | კითხვა | სწორი პასუხი | რა ეწერა ფაილებში |
|---|---|---|---|
| m04 | მემბრანის გარე დადებითი მუხტი | კალიუმის იონებით (ლექტორის პასუხი) | ზოგან მხოლოდ ნატრიუმი, ზოგან მხოლოდ კალიუმი |
| m10 | მოტონეირონების სხეულები | ვენტრალურ და ლატერალურ რქებში | მხოლოდ ვენტრალურ რქაში |
| m16 | პარასიმპათიკური პოსტგანგლიური ნეირონები | ეფექტორთან ახლოს ან ინტრამურალურ კვანძებში | ტვინის ღერო და საკრალური განყოფილება (ეს პრეგანგლიურია) |
| m26 | შაქრის დონის რეგულაცია | სამივე სწორია | მხოლოდ ინსულინი და გლუკაგონი |
| m42 | ქვეზღურბლოვანი გაღიზიანება | Na⁺-არხის ინაქტივაციური კარი | აქტივაციური კარი |
| m43 | მემბრანა რევერსიისას გარედან | უარყოფითად | დადებითად |
| n11 / n24 | კვების დათრგუნვა / აღმოცენება | მედიალური / ლატერალური ჰიპოთალამუსი | ზოგან შებრუნებული |
| n25 | ქერქი, რომელიც პურკინიეს უჯრედებს არ შეიცავს | დიდი ტვინის ქერქი | „ზურგის ტვინის ქერქი“ (ასეთი არ არსებობს) |
| n31 | ზურგის ტვინის რფ რეფლექსებზე | ზოგადი გაადვილება | ზოგან „ზოგადი შეკავება (?)“ |
| a13 | მედიალური ჰიპოთალამუსის დაზიანება | ჰიპერფაგია | დამახინჯებული მე-4 ვარიანტი ამოღებულია |
| v05 | არაადაპტირებადი რეცეპტორები | სამივე ტიპი | მხოლოდ ნოციცეპტორები |
| v07 | წითელი ბირთვის აქტივაცია | — | ორი იდენტური ვარიანტიდან ერთი ამოღებულია |
| v14 | სენსორული ინფორმაცია ცნს-ში | ამაგზნებელიც და შემაკავებელიც | „აუცილებლად აღწევს ქერქს“ (№103) |
| k08 | ტონუსი და პოსტურალური რეფლექსები | ნათხემის ჭია და კარვის ბირთვი | ჰემისფეროები და დაკბილული ბირთვი |
| k15 | მყესის რეფლექსი | ანულოსპირალური რეცეპტორი | „ანულოსპინალური“ |
| k18, k41 | — | ღია კითხვად გადაკეთდა | ვარიანტები არ შემორჩა, მხოლოდ „სამივე სწორია“ / „არცერთი“ |
| k40 | d ნეირონების მედიატორი | გამკ | „D მოტონეირონები“ |
ორი სადავო კითხვა:
f05 (ქერქის კავშირები ქერქქვეშა ბირთვებთან): წიგნის გვ. 217 „ქოლინერგულს“ წერს, რაც მოძველებულია. სწორი პასუხია გლუტამატერგული.
Biologiuri - shualeduri.m4a.mp4, biologiuri - shualeduri II nawili.m4a.mp4) არ გაშიფრულა.| k49 | ზოგადი შეკავების საფუძველი | კაუდალური რფ და ჟელატინური სუბსტანცია | მხოლოდ რფ |
| o32 | მიელინი ცნს-ში | ოლიგოდენდროციტები | + შვანის უჯრედები |